ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს მუსლიმა მოსახლეობამ სოფელში გუშინ განვითერებული მოვლენების პროტესტის ნიშნად, ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რელიგიური შუღლის გაღვივება თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუმცა როგორ განვითერდება რაიონში მოვლენები, ეს ხელსუფლების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ხულოს მუფტის გურამ აბაშიძის განცხადებით, თუ მოხეში დაკავებულ პირებს უპირობოთ არ გაათავისუფლებენ, ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება. ამავე მოთხოვნით, ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან, ადიგენის რაიონის 11 სოფლის მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში იმყოფერბოდნენ.
შეგახსენებთ, გუშინ, ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში პოლიციასა და მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, გუშინ 14 პირი დააკავეს. აქედან, სამ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო თერთმეტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედებათ.
ადგილობრივებსა და ინვესტორს შორის დავა შენობის დემონტაჟმა გამოიწვია, სადაც 1924-1937 წლებში მეჩეთი ფუნქციონირებდა, მომდევნი წლებში კი, იქ საწყობი და კლუბი იყო განთვსებული. ამჟამად, იშენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მისი ბიბლიოთეკად გადაკეთება იგეგმება.