ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისთვის აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბათუმის სამმართველოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს ლექცია ექიმებისათვის თემაზე: ჰემორაგიული ცხელებით მიმდინარე დაავადებები, აქცენტებით: ებოლა და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება.
ლექციაზე ყურადღება გაამახვილეს ინფექციის გადაცემის გზების, მკურნალობის, პრევენციის და კონტროლის საკითხებზე, პერსონალური დამცავი საშუალებებისა და ხელსაწყოების (PPE) სწორად გამოყენების ჩათვლით.
მოისმინეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ლექციის ელექტრონული ვერსია ზემოთაღნიშნულ თამასთან დაკავშირებით.