გადაუღებელმა წვიმებმა და ქარიშხალმა სერიოზური ზიანი მიაყენა ჩხოროწყუს რაიონს.
სტიქიის შედეგად ჩაკეტილია ზუგდიდი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ცენტრალური ავტომაგისტრალი ლეწურწუმეს მონაკვეთი.
ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა დატბორა სასოფლო სავარგულები, გაარღვია ჯებირები და დააზიანა მცირე ზომის ხიდები. შედეგად დატბორილია სამანქანო გზებიც.
პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. ხობისწყალის ადიდებამ მაღალი ძაბვის გადამცემი ანძები დააზიანა.
ჩხოროწყუში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.
რაიონში ამ დრომდე წვიმს.
მასალის გამოყენების პირობები