აჭარის რეგიონის სოფელ ბეშუმში სადაც ამდროისთვის თოვლს მოქალაქე მანქანითაა ჩარჩენილი და დახმარებას ითხოვს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა სამაშველო ჯგუფი დასახმარებლად უკვე გავიდა.
,,ახლა ბეშუმში თოვს და იქიდან მოქალაქემ ითხოვა დახმარება, რადგან მანქანითაა ჩარჩენილი. ხულოს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უკვე გავიდნენ მის დასახმარებლად", -აცხადებს თურმანიძე.