უამინდობაა აჭარის რეგიონში. როგორც ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარი აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში წაქცეულმა ხემ თურქეთის მოქალაქის მანქანა დააზიანა, ხოლო სოფელ ზვარეში მეწყერი ჩამოწვა
,,წუხელ ორი ხე წაიქცა ქობულეთში. ერთი მათგანი თურქეთის მოქალაქის მანქანას დაეცა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ხები მაშველების მიერ უკვე დახერხილია და საფრთხე აღარ არსებობს და გზები გახსნილია", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარი თურმანიძემ.
მისივე თქმით, სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ ზვარეში, თუმცა შედეგად არავინ დაშვებულა.