აბაშიძე-კარასინის ფორმატში, რუსეთთან მოლაპარაკებები მომავალში საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება, - ამის შესახებ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, რუსეთის ფედერაციის საგრეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღში გამართული შეხვედრის შესახებ, მთავრობის წევრებს ინფორმაცია დღეს, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო დღეს, მთავრობის ადმიკნისტრაციაში გაფართოებული ფორმატით გაიმართა. სხდომაზე განიხილეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა. ასევე, 17 ოქტომბერს, „რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მცდელობის თაობაზე", პარლამენტის მიერ განცხადების მიღების შემდგომ, განსახორციელებელი ნაბიჯები.