რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები კომენტარებს აკეთებენ რუსეთ-აფახაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტის თაობაზე, კერძოდ, ამ დოკუმენტის მე-5 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ერთიანი აფხაზურ-რუსული სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს წერს „სვობოდნაია პრესა".
- რუსულ-აფხაზური დაჯგუფების შექმნა ერთიანი სარდლობით, ერთიანი საწესდებო მოთხოვნებითა და სტრუქტურით სრულიად გამართლებული ნაბიჯია, - თვლის სამხედრო ექსპერტი ვიქტორ მიასნიკოვი, - არ ვფიქრობ, რომ ეს დაჯგუფება მრავალრიცხოვანი იქნება, რადგან მისი სიმძლავრე განსაზღვრული იქნება მთელი რუსეთის არმიით სიმძლავრით, რომლი ქვედანაყოფები, თუ საჭირო გახდა, ელვისებურად იქნება გადასროლილი კონფლიქტის რეგიონში. ეს კი ნიშნავს ათეულ ათასობით სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ტექნიკით და ავიაციით, პლუს შავი ზღვის ფლოტის ხომალდები...
რაც შეეხება საქართველოს... ბოლო ხანებში საქართველო აგრესიულ განცხადებებს აღარ აკეთებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად თბილისმა თითქმის მთელი თავისი სამხედრო ტექნიკა დაკარგა. იმ შეიარაღებულ ძალებს, რაც დღეს საქართველოს ჰყავს, ომამდელს თუ შევადარებთ, ძალიან დიდი განსხვავებას დავინახავთ. რაც მთავარია, ხუთდღიანმა ომმა აჩვენა, რომ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს [ქართულ არმიას], ბრძოლა არ შეუძლიათ და მე მგონი, არც სურთ. ამიტომაც, ჩემი აზრით, უახლოეს ხანში საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ რაიმე [სამხედრო-აგრესიულ] ნაბიჯებს არ გადადგმს. დღეს თბილისის ყურადღება შიდა საკითხებითაა დაკავებული. ვაშინგტონს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას წინა წლებში აქტიურად ეხმარებოდა, თბილისზე უკვე გული გაუცივდა. ამას ადასტურებს ისიც, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი უთხრა ვიზის გაცემაზე საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
პროგნოზს თუ გავაკეთებთ, ცხადია, საქართველოს შეუძლია გარკვეულწილად აღიდგინოს თავისი სამხედრო პოტენციალი, ცდილობს ვაშინგტონი თავისი ტერიტორიით დაინტერესოს, სთავაზობს სირიელი მებრძოლების მომზადების ცენტრის შექმნას, აშშ-ის სამხედრო ბაზის ჩამოყალიბებას, მაგრამ შეერთებული შტატები ჯერ თავს იკავებს. საერთოდ კი, რასაკვირველია, გამორიცხული არაფერია და ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომაც რუსეთს უნდა ჰყავდეს აფხაზეტში თავისი შეიარაღებული ძალები სავარაუდო აგრესიის მოსაგერიებლად. ეს არის ქართული რევანშის თავიდან აცილების საუკეთესო მეთოდი.
- და მაინც, საქართველოს უარი არ უთქვმს „აფხაზეთის დაბრუნების" იდეაზე, - ამბობს სამხედრო ექსპერტი, პოლიტოლოგი სიმონ ბაღდასაროვი, - დიახ, თბილისის ბრძოლისუნარიანობა ეჭვებს იწვევს, მაგრამ რადგანაც საქართველოს არმია პერიოდულად მონაწილეობას იღებს სხვადსსხვა ოპერაციებში და წრთვნებში თურქეთისა და აზერბაიჯანის ძალებთან ერთად, ეს საკითხი უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. გარდა ამისა, მოსკოვმა უნდა გაითვალისწინოს „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერთა აგრესიული განცხადებებიც. ასე რომ, რეგიონში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ყოფნა აუცილებელია.
ჩემი აზრით, გაერთიანებული დაჯგუფება აფხაზურ-რუსულ ორ-სამ ბრიგადაში უნდა გამოიხატოს, პლუს ამდენივე საავიაციო ესკადრილია, სოხუმის ნავსადგურში კი რამდენიმე სამხედრო ხომალდის ყოფნა. ბოლოს და ბოლოს, თუ საჭირო გახდება, შეიძლება დამატებითი ძალების სწრაფი გადასროლა. თავისი არსით, აფხაზურ-რუსული დაჯგუფება საჭიროა სავარაუდო აგრესიის პირველ ეტაპზე წინააღმდეგობის გასაწევად, საქართველოს თავდასხმის შემთხვევაში, შემდეგ კი ბედს რუსეთის არმია გადაწყვეტს.
- აფხაზეთი ჩვენ უპირატესად გვჭირდება სანაპირო ხაზის სახით, რომ შავი ზღვის ფლოტის ბაზების ქსელი შეიქმნას. აფხაზეთი ყირიმის გაგრძელება უნდა იყოს - სამხედრო-საზღვაო ავიაციით, ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებით. ვფიქრობ იმასაც, რომ აფხაზეთში სწრაფი რეაგირების ძალებიც განლაგდებიან. მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველოს არმია მნიშვნელოვნად დასუსტდა აგვისტოს „ხუთდღიანი ომით": ფაქტიურად, ამ ომმა ხაზი გადაუსვა ამაერიკული „წრთვნისა და აღჭურვის" პროგრამის შედეგებს, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ხორციელდებოდა, - ამბობს პოლიტოლოგი ალექსი ფომენკო, - ამასთან მე ვიტყოდი, რომ რუსულ-აფხაზური დაჯგუფება უფრო რეაგირებაა ნატოს უელსის სამიტისა და ამერიკელი კანონმდებლების გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც საქართველოსათვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს. რასაკვირველია, რუსეთი ასეთ შემთხვევაში უმოქმედოდ ვერ დარჩებოდა. ჰოდა, აი, პასუხიც: აფხაზეთში გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნა...