ქუთაისის წყლის სისტემის რეაბილიტაცია მუნიცილაპლური განვითარების ფონდის დაფინანსებით მეორე წელია მიმდინარეობს.
პროექტი, რომელიც ყველა ქუჩაზე ახალი მილების დამონტაჟებას და ნაგებობების განახლებას ითვალისწინებს, სამ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე 30 მლნ ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც წყლის სისტემები ქუთაისის 50 ქუჩაზე შეიცვალა.
მომავალი, მეორე ეტაპის განხორციელებას 500 მლნ ლარით აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. რაც შეეხება პროექტის სრულ რეაბილიტაციას, ის ჯამში 200 მლნ ლარი ჯდება.
აღსანიშნავია, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაციის პარალელურად, მიმდინარე წლის ბოლოს, ან 2011 წლის დასაწყისში ქუთაისში კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელიც ქალაქის 24-საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს.
"ქუთაისის სრული ინდუსტრიალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ წყლის სისტემის სრული რეაბილიტაციის და ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგების პირობებში, რადგან სერიოზული ინვესტორები მიდიან მხოლოდ იქ, სადაც კომფორტია", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ქუთაისში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილიც იმყოფება.