აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა რაულ ჯახიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ბესლან ბუთბა დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ახალ ე.წ. პრემიერს დაევალა „კანონით გათვალისწინებულ ვადაში მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება".
ბესლან ბუთბას ოფიციალურ ბიოგრაფიაში ნათქვამია: ბესლან ტიკოს ძე ბუთბა დაიბადა 1960 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჩლოუში. აფხაზი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი 2009 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე.
1983 წელს დაამთავრა მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საინჟინტო-ტექნიკური ინსტიტუტი და მოსკოვის № 1 სარემონტო-სამშვენებლო სამმართველოში ოსტატის თანამდებიბაზე დაიწყო მუშაობა. 26 წლის ასაკში ამ ორგანიზაციის მთავარ ინჟინრად დაინიშნა.
1989 წლიდან კერძო ბიზნესით დაკავდა.
1990 -იან წლებში დაბრუნდა აფხაზეთში სადაც ასევე გააგრძელა თავისი ბიზნესაქმიანობა.
პოლიტიკაში 2000 წელს მოვიდა.
2000-2007 წლებში იყო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი.
2007 წლის სექტემბერში „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის" თავმჯდომარედ აირჩიეს.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტსივრცეში ასევე არის ბესლან ბუთბას „სხვა ბიოგრაფია"-ც, რომელშიც ნათქვამია:
„ბესლან ტიკოს ძე ბუთბას ოფიციალურ ბიოგრაფიაში, მოზრდილი ადამიანის ცხოვრებაში არსებული რამდენიმე ათეული წელი საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება.
„90-იან წლებში დაბრუნდა აფხაზეთში" - ეს პერიოდი 10 წელია და შეიძლება იყოს როგორც 1990 წელი ასევე 1999 წლის 31 დეკემბერი. ის რომ ბესლან ბუთბა 1992-1993 წწ. მიმდინარე გამათავისუფლებელ ომში არ მონაწილეობდა ცნობილი ფაქტია. ასვეე არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტალური დასტური იმისა, რომ ის ამ პერიოდში აფხაზეთს ეხმარებოდა. ომისშემდგომი პერიოდიც და განადგურებული აფხაზეთიც ალბათ ასევე ნაკლებად აღელვებდა ცნობილ მეცენატს.
90-იანი წლები ეს არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლაა, ეს დანაშაულისა და კრმინალური ბიზნესის აყვავებისა და თავდაპირველი კაპიტალის შეგროვების ხანაა.
ეკონომიკური განვითარება დაიწყო თავის ფირმაზე მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მიწების გაფორმების , შემდეგ ან გაყიდვის ან ამ მიწაზე რაიმის აშენებისა და შემდეგ გაყიდვით ან გაქირავებით. საიდან თანხა პირველი გარიგებებისთვის? - 90-იანებიდან...
თუმცა 90-იანები დასრულდა და რუსეთის პოლიტკურ ცხოვრებაში ჩართვა და მით უფრო იქ სერიოზული პოზიციების დაკავება ნაკლებსავაუდო იყო ამიტომაც მისი პოლიტიკური კარიერის ათვლის წერტილი აფხაზეთი გახდა.
სწორედ ამ მომენტიდან იწყება მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატის ბიოგრაფიული ვაკუუმის ახალი პეროიდი.
„2000-2007 წლებში იყო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი" და მორჩა? სერიოზული თანამდებობის ხუთი წელი ერთ ბწკარში მოთავსდა? აბა სად წავიდა უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვა და საკუთარ თავზე და ნათესავებზე გადაფორმება? სად არის სასტუმრო „რიწა"-ს 60 ათას აშშ დოლარად პროვატიზების მექანიზმის აღწერა? სად არის აღწერა საკუთარი საცხოვრებელი სახლისა, რომელიც მშენებლობისათვის აკრძალუ;ლ ადგილზე ზღვის პირასაა აშენებული და რომლის ღობედ გამოყენებულია უძველესი შუაშაუკუნეებისდროინდელი კედელი? ეს ბიოგრაფიაში არ არის. ალბათ ამიტომაცაა, რომ მისი ხელმეორედ არჩევის მცდელობის დროს მან მხოლოდ 40 ხმა მიიღო.
მას შემდეგ რაც აფხაზეთის მთავრობამ წლობით გამოუყენებელი ობიექტებისა და მიწის ნაკვეთების „ამოღება" დაიწყო, რომელიც ყოფილ დეპუტატს ოცამდე აქვს - ის ოპოზიციაში წავიდა და „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია" შექმნა.
მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ნათქვამია, რომ სპორტი უყვარს. ალბათ ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ 2008 წელს როდესაც ის პეკინში იმყოფებოდა ქვეყანაში კი სამხდერო მდგომარეობა გამოცხადდა ის სამშობლოში არ დაბრუნდა, რაც მაგალითად გააკეთეს ვ. პუტინმა ა დ. მედვედევმა",_ ნათქვამია ბუთბას „სხვა ბიოგრაფიაში".
ამას გარდა, დღესვე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ ზურაბ მარღანია დანიშნა, რომელსაც ადრე ე.წ. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ხაჯიმბამ თავისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ასტამურ ტანია დანიშნა.