აჭარაში ამინდი კვლავ გაუარესდა. სანაპიროზე შტორმი 5 ბალს აღწევს. დილის 4 საათის შემდეგ გადაუღებლად წვიმს. ძლიერი ქარის შედეგად, სხვადასხვა რაიონებში წაიქცა ხეები.
ამ დროისთვის ბათუმის ცალკეული უბნების დატბორვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შექმნილია საგანგებო შტაბი. სრულად არის მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი სიტუაციების მართვის დეპარტამენტი.
ბათუმის ხელახალი დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, ზღვის სანაპიროზე, სადაც კოლექტორებია განთავსებული მობილიზებულია სპეცტექნიკა, რათა თავიდან იქნეს აცილებული კოლექტორების ჩახერგვა.