„საკურორტო კოშმარი" ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ერთ ერთი რუსული ღია ელექტრონული გაზეთი და ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელშიც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგულ რუსეთის მოქალაქე 21 წლის გოგონაზე და მსგავს შემთხვევებზე წერს.
„უკვე თვეზე მეტია აფხაზეთში უგზო უკვლოდ დაიკარგა ლილია ისლამოვა, რომელიც იქ დასასვენებლად ბაშკირეთიდან ჩავიდა. ამ შემთხვევის გარემოებები შემზარავია. აი როგორ აღწერს მათ გოგონას დედა ჩემთვის გამოგზავნილ წერილში",_ წერს ჟურნალისტი.
„საქმეს არ იძიებენ. ძველი პრეზიდენტი უკვე აღარ იღებს მოქალაქეებს, ახალი კი ჯერ ვერ იღებს, ინაუგურაციამდე, რომელიც სექტემბრის ბოლოს უნდა გაიმართოს. მივმართეთ ერჩს გრიგორიევასც მაგრამ მისი თანაშმწისგან თანაგრძნობის სიტყვებისა და მხრების აჩეჩვის გარდა ვერაფერი მივიღეთ",_ წერს დედა ჟურნალისტრს.
ლილია მეგობრებთან და დედასთან ერთად გაგრაში ისვენებდა. ისინი გამგზავრების წინ ზღვასთან გამოსამშვიდობებლად სანაპიროზე წავიდნენ. ლილია სანაპიროზე ჰიდროციკლით გასასეირნებლად ადგურ ბესლანის ძე ავიძბამ დაპატიჟა. ავიძბა ჰიდროციკლების გაქირავებაში მუშაობს სანაპიროზე. ისინი ერთად ზღვაში გავიდნენ. მას მერე ლილია არავის უნახავს. დაუდასტურებელი ინფორმაციით 2 სათის შემდეგ ადგური ზღვაში კატერმა აიყვანა. მან თავდაპირველად განაცხადა, რომ ლილია ჩაიძირა, შემდგე კი ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ერთ ერთი მათგანის მიხედვით ის გადმოვარდა, ლილიამ კი გზა გაარძელა.
ახლა ავიძბა იზოლატორში იმყოფება და მას ბრალად მკვლელობა ედება. ის დუმს. სიცრუის დეტექტორზე შემოწმებაზე მან უარი განაცხადა. არავითარი საგამოძიები მოქმედებები არ ტარდება.
„ძალიან უცნაურია, რომ თვეზე მეტი ხნის განმვალობაში ავიძბასაგან ჩვენები მიღება ვერ მოხერხდა. ადვოკატმა განაცხადა, რომ თუ ადგური დუმილს გააგრძელებს საქმე შესაძლოა, მტკიცებულებების არქონის გამო დაიხუროს. არ არის ცხედარი -არ არის საქმე",_ წერს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ გოგონას დედა აცხადებს, რომ მათი ოჯახი მთელი ეს დრო გაგრაში იმყოფება და მათ ისეთი გრძნობა აქვთ, რომ „აქ ყველა ერთმანეთს ხელს აფარებს".
აღსანიშნავია, რომ დაკარგული გოგონას მამა შამილ ისლამოვი ბაშკირეთის ქალაქ დიურტრიულის მერია.
აღსანიშნავია, რომ გოგონას ოჯახს აქვს ასევე ვერსია იმისა, რომ მათი ქალიშვილი გაიტაცეს და ეს ვერსია არც თუ ისე უსაფუძვლოდ გამოიყურება, ვინაიდან ამგვარი შემთხვევები აფხაზეთში უკვე მომხდარა.
„აფხაზეთში ქრებიან ძირითადად რუსეთის მოქალაქე გოგონები. ასევე ბუნდოვან გარემოებებში უკვე დაკარგულია 17 წლის გოგონა აგუძერადან. ადგილობრივები ამბობენ, რომ რუს გოგონებს აფხაზეთში იტაცებენ და თურქეთში სექსუალურ მონობაში ყიდიან.
აფხაზი გოგონების მიმართ კი ასეთი რამ აქ წარმოუდგენელია. ნათესაბის მხრიდან შურისძიება სასტიკი იქნება. რუსები კი აქ უპატრონოებად ითვლებიან, რუსეთი მათ გამო თავსაც კი არ მოიფხანს. ელჩი გრიგორიევი უკვე მერამდენედ ამტკიცებს, რომ ეს ასეა",_ წერს ჟურნალისტი და აღიშმნავს, რომ ალბათ ამიტომაცაა, რომ პირველი კითხვა ადგილობრივებისა ჩამოსულების მიმართ არის - „საიდან ხარ?".
„საცხოვრებლის წართმევა ადგილობრივი რუსულენოვანებისთვის და ზოგადად რუსულენოვანების შევიწროება აფხაზეთში ჩვეულებრივი რამაა. ადგილობრივი გაზეთი „ეხო აფხაზიი" წერდა, რომ როდესაც აფხაზეთში გოგონები ადგილობრივ ბიჭებს ეცნობიან ისინი მათ სოჭში სასერნოდ პატიჟებენ, უკან დაბრუნებისას კი მათ ნარკოკურიერებად იყენებენ. ხოლო როდესაც მათ საზღვარზ იჭერენ, ბიჭს 15 დღეღამით იჭერენ, გოგონებს კი რომლებსაც აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს 15 წლით. 30 ქალიდან, რომლებიც ბოლოს ნარკოტიკების ტრანსპორტირებისათვის იყვნენ აკავებულნი 18 სწორედ ამგვარი გარემოებების დროს დააკავეს.
რუსეთის ელჩი აფხაზრთში სემიონ გრიგორიევი კი კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რატომ არ იცავს ის არასოდეს აფხაზეთში მცხოვრები რუსული დიასპორტის წარმომადგენლებს პასუხობს: „აქ ყველა რუსეთის მოქალაქეა! ვისგან უნდა დავიცვათ ისინი?",_ წერს ჟურნალისტი და ე.წ. ელჩის მიმართ სვამს კითხვას მისი ამგვარი მიდგომა რუსეთის მოქალაქეების მიმართ მისი პირადი დამოიკიდებულებაა თუ ამას აქვს ამგვარი ინსტრუქცია აქვს მიღებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან?
„ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი დიპლომატიის პირობებში დაკარგული ლილიას პოვნის შანსი მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ.
და კიდევ, მრავალი იტყვის - არ წასულყვნენ და არაფერიც არ იქნებოდა, მაგრამ რისთვის უნდა ჩავდოთ ფული საკურორტო მხარეში თუკი ჩვენ იქ ვერ ჩავალთ?!",_ ნათქვამია სტატიის ბოლოს.
მასალის გამოყენების პირობები