"რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია აფხაზი საზოგადოების დამოკიდებულება შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისადმი, რომელიც დღეს, 18 სექტემბერს ტარდება (ავტორები ანაიდა გრიგორიანი და დეიზი სინდელარი).
აფხაზები მხარს უჭერენ შოტლანდიელთა მოთხოვნებს დამოუკიდებლობის შესახებ, ისინი ყურადღებით აკვირდებიან დიდი ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენებს და იმედიანად ელოდებიან რეფერენდუმის შედეგებს, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ერთ-ერთი სოხუმელი მოქალაქე, ენვერ ჩამაგუა კორესპონდენტებთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის და, საერთოდ, აფხაზებისთავის შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ძალიან საყურადღებოა, შოტლანდიელებიც ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდნენ მრავალი საუაკუნის განმავლობაში - ისევე როგორც აფხაზები ქართველებთან.
აფხაზეთი, რომელიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან ცდილობდა საკუთარი ეთნიკური და ლინგვისტური იდენტურობა დაემტკიცებინა. 1992 წლის კატასტროფულმა ომმა ათასობით აფხაზი და ქართველის სიცოცხლე შეიწირა, ასი ათასობით კი ლტოლვილად აქცია. 1999 წელს ჩატარებული საეჭვო რეფერენდუმის შემდეგ აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამჟამად აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ერთი მუჭა სახელმწიფოების მიერაა აღიარებული. 2008 წლის აგვისტოს „ხუთდღიან ომში" რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორია საქართველოსთვის მეორე ფრონტის გასახსნელად გამოიყენა.
დამოუკიდებლობის აფხაზური ვერსია საკმაოდ შორს დგას შოტლანდიური იდეალისაგან, რომელიც ითვალისწინებს სრულყოფილად მოქმედ მთავრობას, საკუთარი ტერიტორისა და საზღვრების დაცვას, აგრეთვე საკუთარი ბიუჯეტის არსებობას. ამჟამად, შოტლანდიისაგან განსხვავებით, აფხაზეთის 240-ათასიანი მოსახლეობის უმეტესობას რუსული პასპორტები აქვს, მათი ღარიბი ქვეყანა, რომელიც საქართველოს მხრიდან ეკონომიკური ბლოკადაშია მოქ-ცეული, თითქმის მთლიანადაა დამოკიდე-ბული კრემლის გულუხვ, მაცოცხლებელ დახმარებაზე.
მაშინ როცა ბრიტანეთის ხელისუფ-ლება დათანხმდა აღიაროს შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედე-გები, საქართველოს ხელისუფლება კატეგო-რიულად უარს აცხადებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის აღიარე-ბაზე და ამ რეგიონს თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.
ერთ-ერთი სოხუმელი მოქალაქის გიორგი გაბუნიას თქმით, აფხაზებს შოტლანდიელებთან კარგი კავშირები აქვთ, მაგალითად, სოხუმი და შოტლანდიის ქალაქი კილმარნოკი დაძმობილებულები არიან, კილმარნოკში არის სოხუმის ქუჩა, სოხუმში კი შოტლანდიის ქუჩა. კილმარნოკშივე დგას აფხაზეთსა და საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი.
შოტლანდიის პრეცედენტი ბევრი თვითაღიარებული რესპუბლიკისათვის შესაძლოა საოცნებო და შესაშური ფაქტი გახდეს - დნესტრიპირეთისათვის, მთიანი ყარაბაღისათვის, აგრეთვე ფორმალურად ავტონომიური თათრეთისათვის, რომლებიც უშედეგოდ ლეტა მცდელობა სახელმწიფოებრიობის აღი.
ირაკლი ხინთბა, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, წლების განმავლობაში მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც ქართულ-აფხაზური ხანგრძლივი დაპირისპირების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით მიმდინარეობს. იგი მხარს უჭერს როგორც შოტლანდიის, ასევე კატალონიისა და ბასკთა ქვეყნის (ესპანეთში) თვითგამორკვევას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულების შერბილებას აფხაზეთის სუვერენიტეტის თაობაზე. „თვითგამორკვევის უფლება თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ტენდენციაა... როცა ევროპაში მშვიდობიანად იცვლება საზღვრები და ახალი სახელმწიფო იბადება, ამ ფაქტმა დასავლური საზოგადოება უნდა დაარწმუნოს და აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე და სხვა [მსგავს] სახელმწიფოებზე არსებული წარმოდგენები შეაცვლევინოს. მათ ბევრი რამ გააკეთეს იმისათვის, რომ საერთაშორისო აღიარებისათვის მიეღწიათ.
შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე საუბრისას აფხაზები ივიწყებენ იმას, რომ მათი რეფერენდუმი, რომელიც „საამაყო" 98%-იანი შედეგით დასრულდა, იმ ასი ათასობით ეთნიკური ქართველის გარეშე ჩატარდა, რომელებიც იძულებულნი გახდნენ ომის შემდეგ საკუთარი სახლები მიეტოვებინათ. გარდა ამისა, არც იმის იმედი არაა, რომ შოტლანდია დამოუკიდებლად გამოცხადების შემთხვევაში აფხაზეთის სუვერენიტეტს აღიარებს. ირაკლი ხინთბა თვლის, რომ ეს შესაძლებელია.
ივანე ტარბა, აფხაზეთის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და კულტუროლოგიის სწავლებას ხელმძღვანელობს, აღტაცებული ლაპარაკობს თავისუფლების მიღწევის გზის შოტალანდიურ მეთოდოლოგიაზე და როცა აფხაზეთის თემაზე გადადის, იგი საქართველოს ადანაშაულებს - თბილისი უარს აცხადებსო აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემის სამართლებრივი გზით მოგვარებაზე: „იქ, [შოტლანდიაში], ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ხორციელდება, აქ კი ქართველებს მიაჩნიათ, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის კანონიერი უფლება არ გვქონდა... იქ სახელმწიფოს გაყოფა დემოკრატიული პრინციპით ხდება, აქ კი, უბრალოდ, დიქტატურაა". იგი პაუზას აკეთებს და დასძენს; „ადამიანებისათვის ყველაზე კარგი ის იქნება, რომ გამოყოფა მშვიდობიანად განხორციელდეს".
მასალის გამოყენების პირობები