ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ახალი რეგულაციების მიმდინარეობით დაინტერესდა.
ორსაათიან შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ კომპანიები დღის განმავლობაში სამინისტროში გადაგზავნიან იმ მედიკამენტების სიას, რომელიც მათი აზრით მიზანშეწონილია, რომ ურეცეპტოდ გაიცემოდეს და მეორე და მესამე კატეგორიაში გადავიდეს. როგორც ჯანდავის მინისტრი განმარტავს, სამინისტრო მზად არის, რომ მათი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მედიკამენტების უდიდესი ნაწილი ურეცეპტოდ აღარ გაიცემა.