ვიცე -პრემიერი კახა კალაძე ბოლო პერიოდში მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ყველა ბოროტმოქმედი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იქნეს დასჯილი.კალაძის თქმით სამართალდამცველებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით უფრო მეტი უნდა აკეთონ: "პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. მე მესმის რამდენად მძიმეა, როცა ახლობელ ადამიანს კარგავ და ეს დანაკარგი კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ის ძალადობრივი მეთოდით ხდება. ვფიქრობ, სამართალდამცვლებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ და კანონის ფარგლებში მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი ყველა ბოროტმოქმედი". განაცხადა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.მისივე თქმით ის, რომ ქვეყანა ნულოვანი ტოლერანტობიდან, შიშის რეჟიმიდან და ტერორიდან გამოიყვანეს, არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეებს დანაშაულის ჩადენის უფლება ეძლევათ.
მასალის გამოყენების პირობები