საწარმოთა მთლიანი ბრუნვა 2014 წლის მეორე კვარტალში 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელი კი 11%-ით არის გაუმჯობესებული.
„საქსტატის" მონაცემებით, 2014 წლის II კვარტალში საწარმოთა მთლიანმა
ბრუნვამ 11,1 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 5,7 მლრდ ლარი შეადგინა.
მთლიანი ბრუნვის 84,4% მსხვილი ბიზნესზე მოდის, 6,3% საშუალო ბიზნესზე, 9,3% კი მცირე ბიზნესს უკავია.
რაც შეეხება პროდუქციის მთლიან გამოშვებას 83,2%-ით მსხვილი ბიზნესი ლიდერობს, მეორე ადგილზე მცირე ბიზნესია - 9,3%-ით, საშუალო ბიზნესზე კი 7,5% მოდის.