ყაზბეგის რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება ხვალ, 30 სექტემბერს, შუადღემდე აღუდგება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა.
"ყაზბეგის რაიონში სულ 2010 აბონენტია . ამ ეტაპისთვსის ენერგია 1900 არ მიეწოდება. ეს რიცხვი დღის ბოლომდე 100-მდე შემცირდება, ხვალ შუადღისას კი ელექტროენერგიის პრობლემა მთლიანად იქნება მოგვარებული", - განაცხადა ხეთაგურმა.
მისივე განმარტებით, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა 200 აბონენტს. მინისტრის თქმით, ელექტროგადამცემი ხაზები დიდთოვლოვის გამო მთლიანად დაწყვეტილი იყო.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს 15 ოქტომბრის ნაცვლად მისი მიწოდებაც მოსახლეობას ხვალიდან აღუდგება.
"ბიუჯეტის შესახებ კანონიდან გამომდინარე, რაიონს ბუნებრივი აირი 15 ოქტომბრიდან 15 მაისამდე მიეწოდება, თუმცა ნაადრევი თოვლის გამო, გავზარდეთ ბრიგადების რაოდენობა და რაიონში გაზი დღეიდან გავუშვით ხვალისთვის კი უკვე გაზმომარაგება მთლიანად იქნება აღდგენილი", _ განაცხადა ხეთაგურმა.