უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი უკრაინის ბლოკის გარეშე სტატუსის შეცვლის შესახებ და ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კურსის განახლების თაობაზე. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი კრძალავს გადაწყვეტილების მიღებას ნებისმიერ კავშირში გაწევრიანების შესახებ, თუ ის ეწინააღმდეგება უკრაინის ძირითად მიზანს - ევროკავშირის წევრობას.
„ამ კანონპროექტის მიღები ნიშნავს, რომ უკრაინას აეკრძალება, როგორც საბაჟო, ასევე ევრაზიის და სხვა სახის ე.წ." კავშირების წევრობა, რომლებიც, თავისი არსით წარმოადგენენ სხვას არაფერს თუ არა რუსეთის ფედერაციის სახელობის საბჭოთა კავშირს", - განაცხადა იაციენიუკმა.