საქართველოს პრემიერ-მინისტრმა NDI-ს საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა.მისი თქმით, თავად ორგანიზაციას ის დიდ პატივს სცემს, თუმცა კითხვები გააჩნია ადგილობრივ ოფისთან მიმართებაში.
"NDI-ს კვლევებზე მე მგონი უკვე აღარ დაობენ, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომელიც პირდაპირ ასოცირდება "ნაციონალურ მოძრაობასთან". მინდა დავაკონკრეტო, რომ NDI-ს, როგორც ინსტიტუტს ჩვენ პატივს ვცემთ, მაგრამ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, კითხვები არსებობს ადგილობრივი ოფისის მიერ ჩატარებულ და მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ასოცირდება "ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა პრემიერმა.
მანვე თურქეთში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი იყო და რჩება საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყნად.
''ახლა მივემგზავრები თურქეთში ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი არის თურქეთი და ჩვენ უნდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა მასთან,''-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები