ამ დროისათვის ევროსაკვალიფიკაციო ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს ორმა კალათბურთელი იზიარებს - გერმანელი დენის შროდერი და ქართველი თორნიკე შენგელია.
როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში განმარტავენ, ქართველმა და გერმანელმა ფორვარდებმა საკვალიფიკაციო ჯგუფებში გამართულ მატჩებში სარგებლიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 29 დააგროვეს. შენგელიასთვის უნგრეთთან მატჩი სანაკრებო კარიერაში საუკეთესო იყო.
22 წლის ქართველმა ფორვარდმა 29 წუთში 26 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითალა. თორნიკემ 14-დან 9 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სამწუხაროდ, თორნიკემ მატჩის ბოლოსწინა წუთზე ფეხის ტრავმა მიიღო და ნაკრებს პორტუგალიასთან ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება გერმანელ დენის შროდერს, გერმანიის ნაკრების გამთამაშებელმა ავსტრიასთან გუშინ გამართულ შეხვედრაში 26 წუთში 24 ქულა, 6 პასი, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. „ატლანტა ჰოუქსის" გამთამაშებელმა 4-დან 4 ორქულიანი, 10-დან 10 საჯარიმო და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
მასალის გამოყენების პირობები