შვეიცარული გამოცემა „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგი" აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის პრეზიდენტად "კა-გე-ბე"-ს ყოფილი ოფიცერი აირჩიეს.
„აფხაზეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯინბამ გაიმარჯვა. მან ქვეყნის უმაღლეს პოსტზე ალექსანდრე ანქვაბი შეცვალა. მართალია, ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2011 წლიდან, აფხაზეთში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, მაგრამ იგი ბოლო წლებში რესპუბლიკას სულ უფრო და უფრო ავტორიტარული სტილით მართავდა", - წერს სილვია შტოიბერი, - თუმცა სწორედ ანქვაბის პრეზიდენტობის დროს გააფართოვა რუსეთმა თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა აფხაზეთში. ამჟამად, როგორც ექსპერტები ამბობენ, იქ რუსეთის 24 სამხედრო ობიექტია (ბაზაა) დისლოცირებული, ხოლო საქართველოსთან საზღვარს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აკონტროლებს".
„რაულ ხაჯინბა რუსული ორიენტაცია აქვს, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის საკითხი მისთვის ერთგვარი გამოწვევა იქნება. ერთი მხრივ, აფხაზეთს არ შეუძლია უარი თქვას რუსეთის მხრიდან პერმანენტულ სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაზე, მაგრამ მეორე მხრივ, აფხაზების აზრით, სწორედ რუსი ბიზნესმენები აყენებენ ზიანს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. რაულ ხაჯინბას აფხაზეთში არსებულ მრავალ პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფებასთან რთული დიალოგის გამართვა მოუწევს, კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია", - ნათქვამია პუბლიკაციაში.