წინა ხელისუფლების საქმიანობის ამსახველი მასალები პროკურატურას გადაეცემა, - აცხადებს "იზვესტიასთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აფხაზეთის ახლადარჩეული ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა.
„აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის მარეგულირებელი ახალი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება გაფორმებული. მასში აისახება უსაფრთხოების, საზღვრების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა საკითხები. სიტყვაში „უსაფრთხოება" იგულისხმება როგორც მისი საერთო არსი, ასევე საქართველოსთან დამოკიდებულებაც, რადგან ორივე ერთმანეთთან კავშირშია", - აცხადებს ხაჯინმა და აღნიშნავს, რომ კორუფციასთან ბრძოლისთვის განზრახული აქვთ ისეთი კანონების მიღება, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მის შემცირებას.
"დღის წესრიგშია აგრეთვე წინა ხელისუფლების დროს რუსეთისაგან მიღებული ფინანსური დახმარების კანონიერი და ეფექტური გამოყენების საკითხის შესწავლაც. მასალების ნაწილი უკვე შეკრებილი გვაქვს, ისინი გენპროკურატურას გადავეცით. ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ", - .აცხადებს აფხაზეთის ახლადარჩეული ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა.