აფხაზეთმა რუსეთსა და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენას მხარი დაუჭირა, ახლა ჯერი საქართველოზეა, - აცხადებს "იზვესტიასთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აფხაზეთის ახლადარჩეული ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა.
"აფხაზეთმა რუსეთსა და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენას მხარი დაუჭირა. ახლა ჯერი საქართველოზეა - როდის იქნება თბილისი თავის დასავლელ მეგობრებთან ერთად ამ თემაზე საუბრისათვის...აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობა - ეს ორი მეგობრული სახელმწიფოსა და სტატეგიული პარტნიორების ურთიერთობაა. შეიძლება ჩვენ რაიმე დიდ რესურსებს არ ვფლობთ, მაგრამ აფხაზეთის სტრატეგიული მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ხაჯინბა.