„რადიო დოიჩე ველე//გერმანული ტალღა" აქვეყნებს სტატიას - დილემა აფხაზეთისათვის: „მოსკოვის გარეშე არაფერი გამოვა".
პუბლიკაციაში განხილულია აფხაზეთში შექმნილი საარჩევნო სიტუაცია და პრეზიდენტობის კანდიდატთა შანსები რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობის დასაკავებლად (ავტორი მიხეილ ბუშუევი)
ვის აქვს გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი? „ფსონს რაულ ხაჯინბაზე დებენ, მას კი რუსეთთან კავშირების გათვალისწინებით ძალიან წინააღმდეგობრივი ბიოგრაფია აქვს, - ამბობს რადიო „დოიჩე ველე"-სთან ინტერვიუში კავკასიის ექსპერტი, ბერლინის ფონდის „მეცნიერება და პოლიტიკის" თანამშრომელი უვე ჰელბახი, - 2004 წლის არჩევნების დროს იგი კრემლის კაცად ითვლებოდა, თუმცა ბოლო ხანებში მან რუსეთის კრიტიკა დაიწყო". ქართვცრელი ექსპერტის მამუკა არეშიძის თქმით, თბილისშიც მიაჩნიათ, რომ რაულ ხაჯინბა გაიმარჯვებს - „ადამიანი, რომელიც რუს-ეთის ხელისუფლებასთან ყველაზე დაახლო-ებულია წინა პრეზიდენტებთან შედარებით". „საქართველოში ბევრი შიშობს, რომ რაულ ხაჯინბა მოსკოვს დაუთმობს და აფხაზეთის ერთადერთ სტრატეგიულ სიმდიდრეს - სანაპირო ზოლს რუსეთს მიჰყიდის".
როგორც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსი-ტეტის („მგიმო") კავკასიის პრობლემების კვლევის ცენტრის თანამშრომელი ვადიმ მუხანოვი ამბობს, „ვერ ვიტყვით, რომ რაულ ხაჯინბა ერთპიროვნული ლიდერია. ბოლო ხანებში კანდიდატთა შორის ბრძოლა დაიძაბა, მოსალოდნელია მეორე ტურის ჩატარება. ასევე ვერცერთ კანდიდატს ვერ დავწამებთ პრორუსულობას, ისინი უფრო პროაფხაზურები არიან. თუმცა მათ მშვენივრად ესმით, რომ ურთიერთობა მაინც ყველას რუსეთთან მოუწევს, რომელიც უსაფრთხოების მთავარი გარანტია, მთავარი ფინანსური დონორი და სტრატეგიული პარტნიორი".
ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, აფხაზეთის პოლიტიკაში არავითარი დრამატული ცვლილებები არ მოხდება: პრობლემები იგივე დარჩება", - აღნიშნავს უვე ჰელბახი, - მთავარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რომელიც მხოლოდ ერთ პარტნიორზე - რუსეთზეა დამოკიდებული. იმის მიუხედავად, რომ მოსკოვმა მილიარდები ჩადო აფხაზეთის [და სამხრეთ ოსეთის] აღსადგენად, თითქმის არავითარი შედეგი არ ჩანს, ბევრი ისევ ნახევრადდანგრეულ სახლებსა და დროებით საცხოვრებლებში ცხოვრობს'.
ვადიმ მუხანოვი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი: „თუ აფხაზეთის მეთაურად პასუხისმგებელ პიროვნებას აირჩევენ, იგი შეძლებს ადგილობრივი ელიტის კონსოლიდირებას, რუსეთთან მჭიდრო ალიანსის გათვალისწინებით მას აფხაზეთის საკამოდ განვითარებულ რესპუბლიკად გადაქცევა შეუძლია".
ექსპერტები აცხადებენ, რომ აფხაზეთის რუსეთთან მიერთება არ მოხდება: „რუსეთის სემადგენლობაში შესვლის შანსი ნამდვილად არ არის", - ამბობს ვადიმ მუხანოვი. „რუსეთი არ მიიერთებს აფხაზეთს, რადგან ეს საერთაშორისო ანტირუსული დამოკიდებულების ტემპერატურას მოამატებს. თვით რუსეთშიც საკმაოდ ძლიერია ანტიკავკასიური ძალების გავლენა", - აღნიშნავს უვე ჰელბახი. „რუსეთში შესვლა თვით აფხაზების უმრავლესობასაც არ სურს', - ხაზს უსვამს მამუკა არეშიძე.
ამასთან აფხაზეთს, რომელიც რუსეთის ეკონომიკურ პროტექტორადაა გადაქცეული, საერთაშორისო არენაზე, რუსეთის გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს. მართალია, საქართველომ თავისი პოლიტიკური კურსი აფხაზეთის მიმართ შეცვალა - კონფრონტაცია ნაკლებია, მაგრამ რეალური პოზიტიური შედეგები მაინც არ ჩანს. „აფხაზეთი სკეპტიკურად უყურებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს, რადგან ბრიუსელი ყოველთვის ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - ამბობს უვე ჰელბახი.
მასალის გამოყენების პირობები