საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთავაზობს. დავით სერგეენკო უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა.
"საქართველოსა და უკრანის ჯანდაცვის მინისტრების შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე, მომდევნო კვირის დასაწყისში, საქართველოდან უკრაინაში ჩავა ექიმთა ჯგუფი, რომელიც ადგილზე, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად დაადგენს საჭიროებებს. ამის შემდეგ დაზუსტდება, რა სახის დახმარებას გაუწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინას", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.