ნატოს გენრალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსმენმა, დაგმო რუსეთის „ჰუმანიტარული კოლონის" შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე, ქვეყნის ხელისუფლებასა და საერთაშორისო წითელ ჯვართან შეთანხმების გარეშე.
„ეს არის, რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევა, მათ შორის ბერლინსა და ჟენევაში მიღწეულის, რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა", - ნათქვამია რასმუსენის განცხადებაში.
ნატოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპების დარღვევაის შედეგად ჩნდება კითხვა: წარმოადგენს თუ არა „ჰუმანტარული კოლონის" მიზანს მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარება, თუ ის განკუთვნილია შეიარაღებული სეპარატისტების დასახმარებლად?
უკრაინაში „ჰუმანიტარული კოლონის" შესვლა ასევე დაგმო ევროკავშირმაც.