„სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ქსელში არსებული ბათუმის რეფერალური საავადმყოფო ადგილობრივ მოსახლეობას ერთი კვირის განმავლობაში სკრინინგ დიაბეტის უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებს.
აქციას ესწრებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე და სამინისტროს წარმომადგენლები.
გამოკვლევები სისხლში შაქრის განსაზღვრას და დიაბეტის დროულად აღმოჩენას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის რეფერალური საავადმყოფო სკრინინგის ჩატარებას წმინდა მატატა წამებულის სახელობის ბავშვთა სახლშიც გეგმავს. გამოკვლევები 200-მდე აღსაზრდელს ჩაუტარდება.