„ოფიციალური თბილისი არ განცხადებს პროტესტს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში მცხოვრებ 22 ათას ქართველს საარჩევნო უფლება ჩამოართვეს: 24 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საქართველოს ხელისუფლება თვლის, რომ რადგანაც აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ჯარების მიერაა ოკუპირებული, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის ყველა მცხოვრების პოლიტიკური უფლების დაცაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება", - ნათქვამია "ნეზავისიმაია გაზეტას" პუბლიკაციაში, რომლის ორიგინალური სათაურია „თბილისი მზადაა აფხაზეთის ახალ ლიდერთან თამანმშრომლობისათვის" (ავტორი იური სიმონიანი).
როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „ნეზავისიმაია გაზეტას" განუცხადა, „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები, რომელიც აფხაზეთში უნდა ჩატარდეს, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს და შესაბამისად, არ ჩაითვლება ლიგიტიმურად, ჩვენთვის მაინც ძალზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე... მთავარია, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდობიანად ჩაიაროს, რომ არ მოხდეს რაიმე ისეთი ექსცესი, რაც ადრე ხდებოდა ხოლმე... ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ახლადარჩეულ ლიდერთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვინ გაიმარჯვებს - შევეცდებით თანამშრომლობა დავამყაროთ იმ ლიდერთან, რომელიც შეძლებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მთელი მოსახლეობის სახელით ილაპარაკებს და შესაბამისი უფლებამოსილება ექნება".
პუბლიკაციაში ციტირებულია აფხაზი პოლიტილოგის იბრაჰიმ ჭკადუას გამონათქვამი, რომელიც კანონზომიერად მიიჩნევს ქართველი ამომრჩევლისათვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას, რადგანაც ისინი ორი - ქართული და აფხაზური პასპორტების მფლობელები, ანუ ორმაგი მოქალაქეები არიან. აქედან გამომდინარე, ეს კანონდარღვევას წარმოადგენს: აფხაზეთის კანონმდებლობით, ორმაგი მოქალაქეობის პრინციპი მხოლოდ რუსეთთანაა დაშვებული.
არჩევნებში ფავორიტად რაულ ხაჯინბა მიიჩნევა, თუმცა მეორე ტური არ გამოირიცხება: როგორც პოლიტოლოგი ინალ ხაშიგი ამბობს, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად მიმდინარეობს, ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე, რაც ამჟამინდელ არჩევნებს წინა წლების არჩევნებისაგან განსახვავებს: „ჩუმადაა საქართველოც, რომელიც არაფრით, განცხადებებითაც კი არ ახდენს რეაგირებას მოახლოებული არჩევნების მიმართ. აშკარაა, რომ თუ რაიმე ისეთი არაფერი მოხდება, ეს არჩევნები აფხაზი ხალხისათვის ყველაზე „სუფთა" არჩევნები იქნება... ყველა კანდიდატი ყველაფრით თანაბრადაა უზრუნველყოფილი, ვერ ვხედავ რაიმე ზეწოლას ან გადახრა-დარღვევას, თუმცა მაინც ვატყობ, რომ ამომრჩევლის სიმპათია პერსონას უფრო ეფუძნება, ვიდრე მის პროგრამას. შესაძლოა მეორე ტურიც გაიმართოს.. მოკლედ, არჩევნები საინტრერესო იქნება, მაგრამ არა ისეთი დრმატული, როგორიც 2004 წელს იყო", - აღნიშნავს ინალ ხაშიგი.
მასალის გამოყენების პირობები