ქობულეთში, ჭაინათის ტერიტორიაზე ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალია, _ ამ განცხადებას უფლებადმაცველი მერაბ ბლადაძე აკეთებს, რომელიც მოსალოდნელ ტრაგედიაში მაფიოზთა დაჯგუფებებს ადანაშაულებს. ამასთან, ბლადაძე აცხადებს, რომ ამ მაფიოზურ დაჯგუფებებს ცენტრალური ხელისუფლებიდან ლობირებენ
"ჭაინათის ტერიტორიაზე ცენტრალური მაგისტრალისთვის მოიპოვებენ ე.წ. ბალასტს, თუმცა ბალასტის ამოღება კანონდარღვევით ხდება _ 5 მეტრის ნაცვლად, 10-15 მეტრის სიღრმიდან იღებენ. ყველას, ვინც ამ უკანონობას აპროტესტებს, პოლიციაში იბარებენ. გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარმები კი, ისეთ დაბალია, რომ ჩინელები ჯარიმას სიამოვნეით იხიდან," _ განუცხადა "ჯი-ეჩ-ენს" მერაბ ბლადაძემ.
მისივე თქმით, ქობულეთში გარემოს ხარჯზე ფული თეთრდება, რასაც კლიმატის შეცვლა მოჰყვა და ყველაფერ ამით, საბოლოო ჯამში, გლეხი იზარალებს _ მიწა გამოუსადეგარი გახდება და ციტრუსი აღარ იხარებს," _ აცხადებს ბლადაძე.
უფლებადამცველის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია "21 საუკუნე _ საქართველოს მომავალი" აღნიშნული პრობლემის მონიტორინგს იწყებს, მით უმეტეს, რომ ეკოლოგების ინფორმაციით, ქობულეთის სასმელი წყალი ჯანმრთელობისთვის უკვე საშიშია.
"აბა, ვნახოთ, გაბედონ და დამიჭირონ! ისიც მაინტერსებს, ამ პრობლემა ქობულეთის ახლადარჩეულ საკრებულო და გამგეობა რა რეაგირებას მოახდენს," _ აღნიშნავს მერაბ ბლადაძე.