ხვალ, 8 აგვისტოს 10.00 საათზე გორში საზოგადოებრივი კავშირი ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსის" ორგანიზებით აგვისტოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით სამშვიდობო აქცია იმართება სახელწოდებით ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის" .
აქციის მონაწილეები მსვლელობას გორის მთავარი მოედნიდან დაიწყებენ. ახალგაზრდები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა და გმირთა მემორიალებს გვირგვინებით შეამკობენ და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრებიან, აქციის დასასრულს კი ოს ახალგაზრდებს სპეციალურ განცხადებას გაუგზავნიან და ცხინვალში მცხოვრებ ოს თანატოლებს ნდობის აღდგენასა და მშვიდობის მშენებლობაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ.
აქციში 80-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
სამშვიდობო მსვლელობას ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" ყოველი წლის 8 აგვისტოს აწყობს.