თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულმა საქართველოს 8 მოქალაქემ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა, ისინი გვიან ღამით სამშობლოში დაბრუნდნენ.
რიზეს სახელმწიფო საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 2 ქართველი მოქალაქე გადის. დაშავებულები წუხელ გვიან ღამით თურქეთში საქართველოს კონსულთან ერთად აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ მოინახულეს.
ლევან გორგილაძის განმართებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ ერთ-ერთ ქალბატონს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკას გამოჯანმრთელებისთანავე დატოვებს. მისივე ინფორმაციით არსარულწლოვანი პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.
თურქეთში დარჩენილ ქართველ მოქალაქეებს მეთვალყურეობას საქართველოს კონსული გიორგი ქუშიტაშვილი უწევს. სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვა არ დაესიკრებათ დაშავებულებს.
საქართველოს ათი მოქალაქე, რომლებიც ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, ქალაქ დერეფაზაში ავტოავარიის შედეგად გუშინ დაზარალდნენ. ისინი საქართველოდან ტრაპიზონის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდნენ. ავტობუსს ქალაქ რიზედან მომავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიკროავტობუსის 10 მგზავრიდან 8-მ მსუბუქი დაჟეჟილობა მიიღო. ორი მგზავრი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, რიზეს სახელმწიფო საავადმყოფოში მოათავსეს.
აჭარის მთავრობის და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რიზეს საავადმყოფოში მყოფ აჭარის მკვიდრთა მოინახულებლად და შემთხვევის დეტალების ადგილზე გასაცნობად გუშინ ღამით გაემგზავრნენ.
მასალის გამოყენების პირობები