7 აგვისტოს, 11:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და სსიპ აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა.
პრეზენტაციას დაესწრება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე. მოხსენებებს წარმოადგენენ, მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარო ჩხაიძე და დასაქმების სააგენტოს დირექტორი კობა ნაკაიძე. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან: აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამედიცინო დაწესებულებების, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების, უწყებების სერვისების განმახორციელებელი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიების ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N62/64, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.