ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 75 % მიიჩნევს, რომ რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებაა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
„სოციალური მარკეტინგის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 75 % მიიჩნევს, რომ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობაა საჭირო, ქვეყანა ღია უნდა გახდეს რუსული ბიზნესისათვის და ტურიზმის განვითარებისათვის.
რუსეთთან კოოპერაციის იდეის მომხრეები (56 %) გაცილებით სჭარბობენ იზოლაციონიზმის (27 %) იდეის გამტარებლებს", _ წერს აფხაზური მედია და აღნიშმავს, რომ კვლევამ ცხადჰყო, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა მზად არის მონაწილეობა მიიღოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში.
ამავე დროს, აფხაზური მედია აღნიშნავს, რომ ე.წ. ამომრჩეველთა 70 % უკვე იცის თუ ვის მისმეცმს ხმას 24 აგვისტოს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებზე.
„ლიდერის პოზიციაზე ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიბმაა. მას ამომჩეველთა 42 % უჭერს მხარს. მეორე ადგილზე უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ასლან ბჟანიაა (33 %). მესამეზე თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია (19 %) და მეოთხეზე ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაპშბა (6%)",_ წერს აფხაზური მედია.
ამავე დროს მათივე ინფორმაციით, გამოკითხულთა 60 % დროს როდესაც ე.წ. ქვეყნის ე.წ. სათავეში ალექსანდრე ანქვაბი იმყოფებოდა „უძრაობის ხანას" უწოდებს და უმრავლესობას ასევე იმედი აქვს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ცხოვრება უკეთესი გახდება.
გამოკითხვაში მონაწილეობა 1200 ადამიანმა მიიღო.