აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ავღანეთში იმყოფებოდა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
"სი-ენ-ენის" ინფორმაციით, ბარაკ ობამამ ავღანეთში აშშ-ის მთავარ სამხედრო ბაზა მოინახულა. აშშ-ს პრეზიდენტმა ავღანეთში სამხედრო მოქმედებების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი გარდაუვალი იყო.
"ომი ავღანეთში აბსოლუტურად აუცილებელი იყო, მე ვიცი, რომ ამერიკელი სამხედროებისთვის ძალიან ძნელია სამშობლოდან შორს ყოფნა, როცა გენატრება, შვილები, მშობლები, ოჯახი, მაგრამ თუ ერთი წუთითაც კი გავიფიქრებ, რომ ამერიკამ თავისი მისია ავღანეთში მშვიდობის მიმართულებით ვერ შეასრულა, ყველა ჯარისკაცი სახლში დაბრუნდება",- განაცხადა ობამამ.
ვიზიტის ფარგლებში, ობამა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისაც შეხვდა, სადაც უსაფრთხოების და სხვადსხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ობამამ კარზაი აშშ-იც დაპატიჟა. თეთრი სახლის პრესსპიკერის რობერტ გიბსის განცხადებით, კარზაის ვაშინგტონში ვიზიტი 12 მაისს შედგება.