უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკი ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც ძალაში შევიდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ.
სანქციები ეხება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც, უკრაინის მხარის განცხადებით, მონაწილეობენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გატაცებაში.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სანქციები შეეხება 20 ფიზიკურ და 4 იურიდიულ პირს, რომლებიც, გამოძიების მონაცემებით, ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების რუსეთში გაყვანასა და მათ მიმართ რუსული იდეოლოგიის გავრცელებაში.
სანქციების სიაში არიან რუსეთის რეგიონების ე.წ. ბავშვთა უფლებების წარმომადგენლები, სოციალური განვითარების უწყებების ხელმძღვანელები, სახელმწიფო ორგანოების დეპუტატები, რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი საოკუპაციო ადმინისტრაციების თანამშრომლები.