პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან.
ამის შესახებ მან X-ზე დაწერა.
საუბრის დროს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის დაცვა, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისკენ სწრაფვა და სტრატეგიული ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენა პოლონეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენი დიპლომატია შედეგს იძლევა - რთული სიტუაციის მიუხედავად, ჩვენი საელჩო თეირანში მუშაობას აგრძელებს“, - დაამატა სიკორსკიმ.