გუშინ ღამით, ათენის ცენტრში, ერთ-ერთი კერძო სკოლის ეზოში, აფეთქების შედეგად 15 წლის ავღანელი ბიჭი დაიღუპა. მძიმედ დაშავდნენ დაღუპულის დედა და და.
პოლიციის განცხადებით, მათთვის გაურკვეველი რჩება რა წარმოადგენდა ტერორისტების სამიზნეს. მათი თქმით, ბომბი მიტოვებულ ჩანთაში იდო და ავღანელი ბიჭის მიახლოვების შემდეგ გააქტიურდა.