სტამბულში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი ჯერ ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ვინაიდან თურქულ მხარეს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მიმართვაზე პასუხი ჯერ არ გაუცია. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზური ე.წ. ცესკოს თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, მთელი პრობლემა მდებარეობს იმაში, რომ თურქთში არ არსებობს აფახაზეთის საელჩო და არის ხოლო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ან საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და თურქეთის პარლამენტში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს. მას შემდეგ რაც ჩვენ ოფიციალურ პასუხს მივიღებთ, გვექნება საშუალება ვისაუბროთ სტამბულში საარჩევნო უბნის გახსნაზე",- განაცხადა ბათალ ტაბაღუამ და აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნების გახსნა იგეგმება მოსკოვში, ჩერკესკსა და სტამბულში.
შეგახსნებთ, რომ სეპარატისტებს ე.წ. ვადამდელი საპრეზოიდენტო არჩევნებიც ჩატარება 24 აგვისტოს აქვთ დაგეგმილი.