აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 6 თვის საქმიანობის ანგარიში მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
2014 წელს, სამინისტრო 17 პროგრამას ახორციელებს, აქედან ჯანმრთელობის დაცვის 7 და სოციალური დაცვის 3 ახალი პროგრამაა. პროგრამების საერთო ბიუჯეტი 5 960 200 ლარს შეადგენს.
გასული 6 თვის განმავლობაში, პროგრამების ფარგლებში ვაუჩერი გაიცა 5 799 პაციენტზე. ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდა 5 127 პაციენტს, სოციალური დაცვის პროგრამებით ისარგებლა 672 პაციენტმა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალი მომართვა სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაზე დაფიქსირდა, რეაბილიტაციის კურსი დაუფინანსდა 2 105 - ბენეფიციარს. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კველევის ფარგლებში მომსახურება გაეწია 1 210 - პაციენტს. მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით ისარგებლა 1 024 - მოქალაქემ.
სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, სავარძელ-ეტლი მიიღო 143 - შშმ პირმა, 302 - მოქალაქეს გადაეცა სმენის აპარატი, 6 - მარტოხელა დედას 8 ბავშვთან ერთად მიეცა სადღეღამისო თავშესაფარი, 100 წელს გადაცილებულ 49 - მოქალაქეს გადაეცა 1 000 - 1 000 ლარი, ახალშობილი ტყუპის 33 - ოჯახმა მიიღო 36 ათასი ლარი, 217 - პაციენტს დაუფინანსდა კარდიო ქირურგიული ოპერაცია, ცერებრული დამბლით დაავდებულ 349 - ბავშვს დაუფინასდა რეაბილიტაციის 524 კურსი, 47 - პაციენტს დაუფინანსდა სახსრების ენდოპროთეზირება.
2013 წლის ანალოგიურ პერიოდში სამინისტროს პროგრამებით ისარგებლა 4 104-მა მოქალაქემ.