28-31 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი აზრის" ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, ქ.ბათუმში გაიმართა ფორუმი თემაზე ,,ექიმის და პაციენტის ურთიერთობა - უფლებები და მოვალეობები".
ფორუმში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი გია აბესაძე, თბილისის სამედიცინო აკადემია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა, სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსი" და სხვადასხვა კლინიკის პრაქტიკოსი ექიმები. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებამდე გაკეთდა შემდეგი თემატური მოხსენებები:
• 1)„საერთაშორისო სტანდარტები ექიმ-პაციენტის უფლებების შესახებ" 2) სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის სამოქალაქო-სამართლებრივი საფუძვლები - ლალი სურმავა იურისტი, საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობა"(დამფუძნებელი/გამგეობის წევრი, კოალიცია „პაციენტის უფლებები ჯანდაცვის სფეროში" გამგეობის წევრი);
• ,,პაციენტის უფლებების ეთიკური და სამართლებრივი საკითხები, საქართველოს კანონმდებლობაში". გივი ჯავაშვილი -საქართველოს „ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება";
• არასრულწლოვან პაციენტებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკანონმდებლო რეგულაციები და რეალობა. ირმა მანჯავიძე -თბილისის სახლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი;
• ,,ექიმთა პროფესიული საქმიანობის წესები"; გურამ კიკნაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახლმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი;
• ,,ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა" გიორგი ესაძე - საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო.
ფორუმზე განხილული იყო სამედიცინო მომსახურების პროცესში ექიმ-პაციენტის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური რეგულაციები.
ბოლო პერიოდში ექიმებზე გახშირებულმა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა გავლენა მოახდინა, როგორც ექიმ-პაციენტის ურთიერთობაზე, ასევე მედიცინის მუშაკების მიმართ საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.
ფორუმზე განხილული იყო ექიმ-პაცინტის ურთიერთობის სამედიცინო, ეთიკური და სამართებლივი საკითხები, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები, ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ექიმთა მიმართ განხორციელებული ადმინისტრაციული სანქციები.
მიხეილ დიაკონიძე - (საზოგადოებრივი აზრის თავმჯდომარე) - სამდღიანი ფორუმის ფარგლებში შემთხვევათა გაანალიზებით მოხდა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავდება, როგორც ექიმთა შრომის უფლებისა და პირადი უსაფრთხოების, ასევე პაციენტის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, რომელიც გადაეგზავნება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ასევე პარლამენტის ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებს. ასევე გამოიკვეთა საკითხები, რომელიც მოითხოვს სახალხო დამცველის აქტიურ ჩართვასა და მხარდაჭერას პრობლემების აღმოსაფხვრელად.