ბიჭვინთის ტაძარს „სერიოზული მხარდაჭერა და რესტავრაცია სჭირდება" -წერენ აფხაზი სეპარატისტები.
აფხაზეთის ე.წ. ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი რუსლან ბარციცი აცხადებს, რომ მას აღელვებს ის, რომ ტაძრის კედლის შელესილი ფენა ცვივა, ტემპერატურა მკვეთრად იცვლება ადამიანების დიდი რაოდენობის გამო ორღანულ კონცეტრებზე და ის, რომ ფრესკები კონსერვაციას მოითხოვს.
აფხაზური მხარე წერს, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებას რომელშიც ე.წ. კულტურის სამინისტროსა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ე.წ. სამმარველოს დაავალა ბიჭვინთის ტაძრიდან ორღანის სხვა ადგილზე გადატანის საშუალება გამონახონ.
„გალის რაიონის ადმინისტრაციას დაევალა გამოყოს მიწა და მოიძიოს საშუალება ახალი ობიექტის ასაშენებლად, სადაც ორღანს გადაიტანენ. ბარციცი ვერ ხედავს ვერაფერ ცუდს ამ განკარგულებაში, თუმცა მან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია",_ წერს აფხაზური მხარე.
„მე ვაფასებ ჩვენი მუსიკოსების შემოქმედებას, ვიცი ორღანის მნიშვნელობაც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, მაგრამ იძულებული ვარ ვაღიარო ორღანული მუსიკის აგრესიული გავლენა ფრესკებსა და კედლებზე ტაძრისა, რომელიც 6 დან 11 საუკუნემდე შენდებოდა",_ განაცხადა ბარციცმა და აღნიშნა: „ორღანი ხომ არ არის დამნასავე იმაში, რომ ბრეჟნევს ჰონეკერის გულის მოგება უნდოდა და ამ მართლმადიდებლურ ტაძარში დაამონტაჟეს ეს მუსკალური ინსტრუმენტი, იმისათვის რომ ბიჭვინთაში ისვენებდდნენ გერმანელები აღმოსავლეთ გერმანიიდან".
აფხაზური მხარე ასევე აღნიშნავს, რომ გერმანელი სპეციალისტები ფირმა „შუკედან", იქ სადაც შეიქმნა ორღანი მიიჩნევენ, რომ დემონტაჟის შემთხვევაში ორღანი ვერ გაუძლებს და მოკვდება.
მასალის გამოყენების პირობები