თამარის დასახლებაში არსებულ „სოციალურ სახლში" ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცა. აჭარის მთავრობისგან ბინა 80-მა ოჯახმა მიიღო.
ბინების კონკრეტულ ოჯახებზე გადაცემის გადაწყვეტილება სპეციალურმა შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიიღო. აღნიშნული კომისია რამდენიმე თვის განმავლობაში რეგონში მცხოვრები ყველა ეკომიგრანტი ოჯახის ცხოვრების პირობებს სწავლობდა. არსებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ აჭარის მთავრობამ ამ ეტაპზე 80 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი ბინებით უზრუნვლყო.
ბენზეს „ სოციალურ სახლის" მშენებლობის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია.
აჭარაში 2012 წლიდან დღემდე „სოციალური სახლების" მშენებლობის პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინებით 179 ოჯახი დაკმაყოფილდა.
2014 წლის ბოლოს ქედის მუნიციპალიტეტში ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია დასრულდება, შედეგად 12 ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები გადაეცემა.
2015 წლის ბოლოს ხულო მუნიციპალიტეტში კი კიდევ ერთი ახალი „სოციალური სახლის" მშენებლობა დასრულდება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში კი საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში სულ 72 ოჯახს გადაეცემა.