„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე.
კანონპროექტის მიხედვით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მშენებლობის მიზნით, დაშვებული იქნება არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ფიქალის ქვა) სარგებლობა, მის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.