აჭარაში C ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამით უკვე 1663 ბენეფიციარმა ისარგებლა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს, პირველად აჭარაში, ხორციელდება c ვირუსული ჰეპატიტის ინფიცირების სტატუსის განსაზღვრის უფასოა სკრინინგული და კონფირმაციული კვლევები.
• სწრაფი მარტივი ტესტირაბა უკვე ჩაუტარდა - 1663 ბენეფიციარს;
• თვისობრივი კონფირმაციისთვის - 188 ნიმუში გადაიგზავნა გერმანიაში.
წლის ბოლომდე მომსახურებით ისარგებლებს კიდევ - 1337 ბენეფიციარი.
პროგრამა "c ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკა მოზრდილ მოსახლეობაში" ხორციელდება აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ.