პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო ბარნოვი არ ფლობს ინფორმაციას გამოცხადდება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე. ბარნოვი სააკაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას პოლიტიკური დევნის გაგრძელებად აფასებს.
,, პრეზიდენტობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია იმით, რომ იბრძვის უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტის წინააღმდეგ. ხოლო კონკრეტულად საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამებითაა დაკავებული. Aამ სიტუაციაში, ხელისუფლება, რომელიც არის წარუმატებელი, რომელმაც ერთი დაპირებაც კი ვერ შეასრულა, აგონიაშია და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შექმნან ლეგალური, იურიდიული წინაღობები, დაბრკოლებები, რათა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს. ისინი დარწმუნებულები არიან, როგორც კი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გადაწყვეტს დაიწყება მათი პოლიტიკური გაქრობა საქართველოს პოლიტიკური სცენიდან", _განაცხადა ბარნოვმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარეს. იგი საგამოძიებო უწყებაში, ხვალ, 28 ივლისს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
პროკურატურისგან შესაბამისი უწყისი სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ მიიღო. უწყისში განმარტებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო ორგანოში მოწმის სტატუსითაა დაბარებული.
სააკაშვილი რამდენიმე თვე რაც საქართველოში არ იმყოფება. იგი მთავარ პროკურატურაში მოიწმის სახით დასაკითხად 27 მარტსაც იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხაადა.