უკრაინის ანტიტერორისტული ძალების სამხედროები ქალაქ გორლოვკას მისადგომებთან დამაგრდდნენ და ქალაქის ტეროტისტებისაგან გასანთავისუფლებლად ემზადებიან. შემდეგი - დონეცკია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები აგრძელებენ გეგმიურ შეტევას ბოევიკების მიერ ხელშოი ჩაგდებულ ტერიტორიაზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე მიუახლოვდდნენ და დაიკავეს პოზიციები ქალაქ გორლოვკის შმოგარენში. მისი გათავისუფლების შემდეგ ანტიტერორისტულ ძალებს დონბასის დედაქალაქისკენ - ქალაქ დონეცკისკენ ეხსნებათ გზა",_ განაცხადა ლისენკომ.