თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მალაიზიის ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დააკისრა.
„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ვერტმფრენი ჰაერიდან ნასროლმა რაკეტამ ჩამოაგდო. ჩვენ ასევე ზუსტად ვიცით, რომ ეს რაკეტა გამოშვებული იყო ტერიტორიიდან, რომელსაც ბოევიკები აკონტროლებენ, იმ დროს, როდესაც უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა არ მუშაობდა',_ განაცხადა ერნესტმა.
მისივე თქმით, „რუსეთი ამბიხებულების სისტემა „ბუკ"-ის მართვას ასწავლიდა, ასევე რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვლადიმერ პუტინი და რუსები არინ ამ ტრაგედიაში დამნაშავე",_ განაცხადა მან და ერთ ერთი ამერიკელი სენატორის სეკსბი ჩემბლისის სიტყვების ციტირება მოახდინა: „არ აქვს მნიშვნელობა, თავად რუსებმა დააჭირეს ხელი ღილაკს თუ მათ მიერ გაწვრთნილებმა -ეს ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში კვალი მაინც ვლადიმერ პუტინამდე მიდის".