გამწვანების აქციები გურჯაანშიც დაიწყო.
სხვადასხვა სახეობის 300 ძირი ხე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა რაიონში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უნიკალურ ორგუმბათიან ტაძართან მისასვლელ გზაზე დარგეს.
გარემოს გამწვანებასთან ერთად, ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომელიც ერთ თვეში დასრულდება. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო.
აქცია, რომელიც გარემოს მოვლა-გამწვანებას გულისხმობს, კახეთში მომავალშიც გაგრძელდება.