აჭარაში სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამით 93 834 პაციენტმა ისარგებლა. ირკვევა, რომ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს "სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების"პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 6 თვის განმავლობაში:
- 93 834 პაციენტს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო მომსახურება
- 30 322 ლარის ღირებულების მედიკამენტები გადაეცათ თემის სამედიცინო პუნქტებს
- გაიცა 184 ნაკრები ტესტ-ჩხირი და 15 ერთეული გლუკომეტრის აპარატი
- 371 046 ლარი გაიცა მედდების შრომის ანაზღაურებისათვის
პროგრამის მიზანია სოფლის მოსახლეობისათვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიწოდება.
მასალის გამოყენების პირობები