სერბეთში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჭადრაკში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა გუნდებმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს ქალთა ნაკრები ამჟამად 8 ქულით ლიდერობს. მას თითო ქულით ჩამორჩებიან უკრაინისა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები.
დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინის გუნდი იქნება.
ვაჟთა ტურნირში 8-8 ქულით პირველ ადგილს საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები იყოფენ.
მე-5 ტურში საქართველოს ვაჟთა ნაკრების მეტოქე აზერბაიჯანის გუნდი იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის ნაკრების კაპიტანი ქართველი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილია.
სატურნირო მდგომარეობა _ ქალები
8 - საქართველო
7 - აზერბაიჯანი, უკრაინა
6 - პოლონეთი, რუსეთი, სომხეთი
5 - სლოვენია, საბერძნეთი, გერმანია, რუმინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი
4 - ჰოლანდია, იტალია, უნგრეთი, სერბეთი, ესპანეთი, ისრაელი
3 - ავსტრია
2 - ინგლისი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია, ჩერნოგორია, ბულგარეთი, თურქეთი
1 - ნორვეგია, მაკედონია, ფინეთი
სატურნირო მდგომარეობა _ ვაჟები
8 - საქართველო, აზერბაიჯანი
6 - საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, რუსეთი, სომხეთი, სერბეთი 1, ისრაელი
5 - უნგრეთი, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, საბერძნეთი, ჩეხეთი, ავსტრია
4 - სლოვენია, რუმინეთი, სერბეთი 2, ბულგარეთი, დანია, ინგლისი
3 - ჩერნოგორია, ფინეთი, შვეიცარია, იტალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბელგია, თურქეთი, ნორვეგია
2 - ხორვატია, ისლანდია, ლიტვა, მაკედონია
1 - შოტლანდია, ლუქსემბურგი, უელსი
0 - მონაკო