დღეს, 13:30 საათზე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სტიქიით დაზარალებული 6 ოჯახისათვის ბინების გადაცემის მიზნით ჩატარდება კენჭისყრა. ეკომიგრანტები ბინებს შუახევის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში მიიღებენ.
ბინების გადანაწილების პროცესს დაესწრებიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.
ბინებს მიიღებენ, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები თ. დუმბაძის და ა. დუმბაძის ოჯახები, სოფელ ბუთურაულში მცხოვრები რ. დიასამიძის ოჯახი, სოფელ ჟანივრში მცხოვრები ფ. ბერიძის ოჯახი, სოფელ წინკალაურში მცხოვრები ნ. დუმბაძის ოჯახი, ასევე სოფელ პაპოშვილებში მცხოვრები ა. ფუტკარაძის ოჯახი.
სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ბინის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით მიიღო.
2013 წელს აჭარაში საცხოვრებელი ფართით სტიქიის შედეგად დაზარალებული 163 ოჯახი დაკმაყოფილდა.
მასალის გამოყენების პირობები